ესტონეთის პრემიერ-მინისტრი დასავლეთს აფრთხილებს, პუტინის მახეში არ გაებას
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი დასავლეთს აფრთხილებს, პუტინის მახეში არ გაებას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი დასავლეთს აფრთხილებს, პუტინის მახეში არ გაებას.

როგორც კაია კალასი გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აცხადებს, „უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციით და შემდეგ ნატო-სგან ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, პუტინი ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს იმ პრობლემის მომგვარებლად, რომელიც თავადვე წარმოქმნა“.

„ჩვენ ამ მახეში არ უნდა გავებათ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში კაია კალასმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის ბოლო მოლაპარაკებების შესახებაც.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს აქვს უფლება, თქვას, რომელ ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი და რომელს არ აქვს“, – განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.

კალასმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუ ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ ჩაწერა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები დაესწრებიან. სამიტზე ბელარუსი წარმოდგენილი არ იქნება, რადგან ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.