ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „სოციალ-დემოკრატებს“ ესტონეთის მმართველი კოალიციიდან გარიცხავენ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „სოციალ-დემოკრატებს“ ესტონეთის მმართველი კოალიციიდან გარიცხავენ

„სოციალ-დემოკრატებს“ ესტონეთის მმართველი კოალიციიდან გარიცხავენ. ამის შესახებ „რეფორმების პარტიის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა.

ამის მიზეზი გადასახადების საკითხზე სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის შიგნით უთანხმოება გახდა.

„იმ პერიოდში, როდესაც საჭიროა სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღება, არ შეიძლება დაუსრულებლად ამ გადაწყვეტილებების ფესვებთან დაბრუნება მათ გადასახედად. საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ესტონეთმა წინსვლა შეძლოს“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ გასვლით მმართველი კოალიცია პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. კერძოდ, 101-ადგილიან პარლამენტში „რეფორმების პარტიას“, თავის კოალიციურ პარტნიორთან, პარტია „ესტონეთი 200“-თან ერთად, 52 მანდატი ექნება.