ესტონეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ კაია კალასისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წარადგინეს
ესტონეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ კაია კალასისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წარადგინეს

ესტონეთის პარლამენტში, რიგგარეშე სესიის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრ კაია კალასისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა წარადგინეს.

უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა პარლამენტს „ქრისტიანულ-დემოკრატიული და ეროვნულ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ურმას რეინსალუმ წარუდგინა. ინიციატივას ხელს ესტონეთის „კონსერვატიული სახალხო პარტიისა“ და პარტია „ცენტრის“ წევრებიც აწერენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ოთხ ძირითად პუნქტს: შეშფოთებას იმის გამო, რომ მთავრობის ქმედებები გაამწვავებს დემოგრაფიულ კრიზისს; განცხადებას, რომ მთავრობას არ აქვს გადასახადების გაზრდის მანდატი; პრემიერ-მინისტრის რიტორიკას და იმას, რომ კოალიცია ცდილობს პარლამენტის გამოთიშვას პოლიტიკური პროცესებიდან.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის გავა აღნიშნული ინიციატივა კენჭისყრაზე, მთავრობის გადასაწყვეტია.

კაია კალასი აპრილის დასაწყისში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მეორედ გახდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.