ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ჰენ პოლუაასმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„ესტონეთის პარლამენტის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაღრმავდება საპარლამენტო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში და გაგრძელდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი“. ჰენ პოლუაასმა მისალოც წერილში აგრეთვე აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების გზით რეფორმირების პროცესში დახმარებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

დატოვე კომენტარი