ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმადინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოსთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და 2020 წლის ბოლო მატჩისთვის მზადებაზე ილაპარაკა.

„ჩემი ამოცანა ესტონეთის ნაკრებში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების დაწინაურებაა. თუმცა შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ შევეცდებით, საქართველოსთან ბოლო ტურში 3 ქულა მოვიპოვოთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“, – განაცხადა ვოოლაიდმა.

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება საქართველოს ნაკრების მდგომარეობაზეც გაამახვილა:

„ახლა კარგად ვხვდები, საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად რა რთულ მდგომარეობაშია. ვნახეთ კადრები, ქართველი ქომაგი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე გუნდს როგორ დახვდა, ვხვდები, როგორი მოლოდინი ჰქონდათ ამ მატჩთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ იგივე ვითარებაში ესტონეთიც მოხვდა, როდესაც ჯგუფიდან გასასვლელად ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ახლა ორივე გუნდი ცუდ ვითარებაში ვართ. თუმცა, ჩვენი ვალია, გულშემატკივრებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“.