ესტონეთის მთავრობა - 10 წლის წინ რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
ესტონეთის მთავრობა - 10 წლის წინ რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

10 წლის წინ რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ეს განცხადება ესტონეთის მთავრობის ოფიციალური გვერდზე Twitter-ში გამოქვეყნდა.

„დღეს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო კანონმდებლობა და შევახსენეთ რუსეთს ვალდებულებები, რომელიც უნდა დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას” – ნათქვამია ესტონეთი მთავრობის განცხადებაში.

ამ განცხადებას თან ახლავს საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მეირ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონებია მონიშნულია.

დღესვე რუსეთის აგრესიის ათი წლის თავზე სპეციალური განცხადება გაავრცელა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც სვენ მიკსერი ამბობს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამავე განცხადებაში ესტონეთი საგარეო უწყება, მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

ამავე დროს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ.