ესტონეთის კოალიციური მთავრობის ფორმირება იური რატას მოუწევს
ესტონეთის კოალიციური მთავრობის ფორმირება იური რატას მოუწევს

ესტონეთის კოალიციური მთავრობის ფორმირება იური რატას მოუწევს. ახალ მთავრობაში მოხვდებიან ცენტრისტები, კონსერვატორები და მემარჯვენე პოპულისტებიც.

იური რატას მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება ესტონეთის პარლამენტმა დაავალა. გადაწყვეტილებას მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, 44 წინააღმდეგი წავიდა. ამრიგად, რატასი კვლავ ესტონეთის პრემიერ მინისტრი გახდება.

თავის გამოსვლაში იური რატასმა, რომელიც ესტონეთის მთავრობას 2016 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში, განაცხადა, რომ ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენა წარმატებული იყო, თუმცა იქვე აღიარა, რომ მოქალაქეთა ინტეგრაცია კვლავ პრობლემად რჩება.

მისივე თქმით, ახალი მთავრობის მუშაობის მთავარი მიზანი „თავისუფალი და უსაფრთხო ესტონეთი იქნება“.

შეგახსენებთ, ესტონეთს არჩევნებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი მთავრობა არ ჰყავს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სამმა პარტიამ კოალიციური კაბინეტის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. ახალ მთავრობაში თითოეული პარტია 5 კანდიდატს წაადგენს.

3 მარტს გამართული საპარალამენტო არჩევნების შედეგად ესტონეთში გამარჯვება ლიბერალურმა „რეფორმის პარტიამ“ მიაღწია, თუმცა მან საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება დროულად ვერ შეძლო. ამის შემდეგ კოალიციის ფორმირებაზე არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა მოილაპარაკეს.