ესტონეთიდან მალტაზე - სერგი კუხიანიძე მალტურ „მარსაქსლოკში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
ესტონეთიდან მალტაზე - სერგი კუხიანიძე მალტურ „მარსაქსლოკში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ესტონური „ტრანს ნარვიდან“ წასვლის შემდეგ სერგო კუხიანიძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა – 25 წლის ფორვარდმა მალტას მიაშურა და იქაური პრემიერლიგის კლუბ „მარსაქსლოკთან” ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ სერგი კუხიანიძე „მარსაქსლოკის“ სახელით ითამაშებს. 25 წლის ქართველმა ცენტრფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. მივესალმებით სერგოს ჩვენს გუნდში და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

კუხიანიძე ქუთაისელია. კარიერა ქუთაისის „ტორპედო 2-ში“ დაიწყო, მერე კი მარტვილის „მერანში“ გადავიდა. შედეგიანად ასპარეზობდა წყალტუბოს „სამგურალში“, ასევე იცავდა გორის „დილის“ ღირსებას. 2024 წელს კი ესტონურ „ნარვა ტრანში“ მიიწვიეს, რომლის ფორმით 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა. იყო საქართველოს ახალგაზრდული (4 მატჩი) და ეროვნული (1) ნაკრებების წევრი.

გასულ სეზონში „მარსაქსლოკი“ მალტის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში კი ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა და პლეი აუტის ჯგუფში მეორე ადგილზეა.