ესტონეთი, საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ გაემგზავრონ
ესტონეთი, საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ გაემგზავრონ

ესტონეთი, საზღვრის შესაძლო დახურვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ გაემგზავრონ. როგორც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აცხადებენ, მიგრანტების ნაკადის პოტენციური ზრდა, შესაძლოა, რუსეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცახკნას განცხადებით, ის „ცალსახად აძლევს რეკომენდაციას მოქალაქეებს, არ ჩავიდნენ რუსეთში“.

„ესტონეთი დროებით თუ ჩაკეტავს საკუთარ საზღვარს, მაშინ ისინი, ვინც ამ დროს რუსეთში იქნებიან, ვერ შეძლებენ დაბრუნებას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ასობით თავშესაფრის მაძიებელი მოხვდა, რაც კრემლის მხარდაჭერით ხდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი არის მტკიცებულება, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძვის და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვა ქვეყნებისთვისაც.

მანამდე რუსეთთან საზღვრის სრულად დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ფინეთმა.