„ჯვაროსნები“ ერთა ლიგისთვის ემზადებიან - ერთი დღე ტრავმების გარეშე (ვიდეო)

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის სადებიუტო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. საწვრთნელ პროცესში ვლადიმირ ვაისის გუნდის 25 ფეხბურთელი მონაწილეობს.

2 აგვისტო პირველი დღე იყო, როდესაც ნაკრებში დანაკლისი არ ყოფილა – არავინ დაშავებულა და ყველამ სრულად დაიტვირთა. ტალინში გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრები კიდევ ერთ ვარჯიშს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

2020/2021 წლის უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ესტონეთთან 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყებს. შემდეგ გუნდი თბილისში დაბრუნდება და მეორე ტურის შეხვედრას 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“, 20 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ერთა ლიგის ორივე ტურის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.