ესტონეთი-საქართველო ორმხრივი დანაკლისითა და პირველი გამარჯვების იმედით - ერთა ლიგის მატჩი პირველ არხზე

დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ტალინში ესტონეთთან მატჩით იწყებს. ოთხდღიანი თბილისური შეკრების შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა.

ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონ „ლე კოქ არენაზე“ ერთი საათი ივარჯიშეს. ჩვენი გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება – გუნდს ვერ დაეხმარებიან ამერიკაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, დაშავდნენ ჯიმი ტაბიძე და ლაშა დვალი, შეკრებაზე ტრავმა მიიღეს გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო გვილიამკორონავირუსის გამო ვერ ჩამოვიდა გრაცის „შტურმის“ ლიდერი ოთარ კიტეიშვილი.

ესტონელთა რიგებშიც არანაკლები დანაკლისია. სხვადასხვა მიზეზების გამო ბალტიისპირელებს ვერ დაეხმარებიან ერიკ სორგა, სიიმ ლუტსი, მარკო მეერიტცი და არტურ პიკი. ნაკრებმა შეკრებამდე დაკარგა „ნომე კალიეს“ ფეხბურთელები, რომლის შემადგენლობაში მოთამაშეებს ვირუსის დადებითი ტესტი დაუფიქსირდათ. ცნობილი გახდა, რომ გუნდში არც გამოცდილი რაგნარ კლავანი იქნება. ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში მთავარი მეკარე მატვეი იგონენი დაუშავდა, რომელიც გამოცდილმა, 39 წლის არტურ კოტენკომ შეცვალა.

ერთი წლის წინ მეკარის პოზიცია ესტონეთის ეროვნული ნაკრების ყველაზე საიმედო ხაზად ითვლებოდა, დღეს გუნდმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ამპლუის ერთდროულად ოთხი კანდიდატი დაკარგა. იგონენამდე მთავარი მეკარე ტალინის „ლევადიას“ 33 წლის კიპერი სერგეი ლეპმეტსი იყო, რომელმაც მაისში, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, პროფესიული კარიერა მოულოდნელად დაასრულა და პოლიციაში მუშაობა დაიწყო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოოლაიდმა განაცხადა, რომ ნაკრებს ვერც „ფლორას“ მცველი მაიკლ ლილანდერი დაეხმარება და რომ მისი თანაგუნდელის, კენ კალასტეს საკითხიც გაურკვეველია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

 

ესტონეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: კარლ იაკობ ჰეინი (არსენალი, ინგლისი), კარლ იოჰან პეხტერი (ტარტუ)

მცველები: კენ კალასტემარტენ კუუსკი, მიხაელ ლილანდერი (ყველა ფლორა), ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კაროლ მეტსი (აიკ, შვედეთი), ნიკიტა ბარანოვი (კარმოტისა, კვიპროსი), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), ჰენრი იარველაიდი (ვენსიუსელი, დანია)

ნახევარმცველები: რაუნო საპინენი, ფრანკ ლიივაკი, ვლადისლავ კრეიდავლას სინიავსკი (ყველა ფლორა), მატიას კაიტი (დომჟალე, სლოვენია), მიხელ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარკ ოლივერ როოსნუპი (ლევადია)

თავდამსხმელები: კონსტანტინ ვასილევი (ფლორა), სერგეი ზენევი (შახტიორი, ყაზახეთი), ჰენრი ანიერი (პაიდე), ილია ანტონოვი (არარატ-არმენია),ჰენრიკ ოაიმაა (ვიძევი, პოლონეთი), გეორგი ტუნევი (სპალი, იტალია)

უეფას გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ყველა შეხვედრა მიმდინარე თვეში მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტურის კალენდარი:

 

5 სექტემბერი

ესტონეთი – საქართველო 20:00

ჩრდილოეთ მაკედონია – სომხეთი 17:00

 

ესტონეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით თბილიში დაბრუნდება. ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი