ესტონეთი დღეს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს
ესტონეთი დღეს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს

24 თებერვალს ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს. სახელმწიფო დღესასწაულის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება, დედაქალაქ ტალინში კი საზეიმო აღლუმი გაიმართება.

აღლუმში მონაწილეობას 12 ქვეყნის 1000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს, ასევე – 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ტალინში დღესასწაული აღნიშვნა დროშის აღმართვის ცერემონიალით დაიწყება და მოსახლეობას სიტყვით პარლამენტის სპიკერი მიმართავს.

1918 წლის 24 თებერვალს ესტონეთის ხსნის კომიტეტმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლითაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა.