ესტონელი მომღერალი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობს [ვიდეო]

ესტონელი მომღერალი ეგერთ მილდერი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოხვედრას ცდილობს.

მილდერმა უკვე გაიარა შიდა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და ახლა ნახევარფინალში 23 კონკურსანტთან ერთად მონაწილეობს.

სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მისი კლიპი საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული.

როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.