ესტონელი ევროდეპუტატი ურმას პაეტი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არალეგალური ქმედებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
ესტონელი ევროდეპუტატი ურმას პაეტი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არალეგალური ქმედებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩართულები არიან უკანონო სამხედრო მობილიზაციაში და ე.წ. ბორდერიზაციაში, იტაცებენ ადამიანებს და უკანონოდ აკავებენ მათ, აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა.

მისივე თქმით, რუსეთმა არალეგალური ქმედებები უნდა შეწყვიტოს.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე, არ უნდა დავივიწყოთ კონფლიქტები უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. მაგალითად, 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩართული არიან უკანონო სამხედრო მობილიზაციასა და ე.წ. ბორდერიზაციაში, იტაცებენ ადამიანებს და უკანონოდ აკავებენ მათ, აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არალეგალური ქმედებები, რომლებიც მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, რაც ამ ქვეყნებიდან სამხედროების გაყვანას ითვალისწინებს. ევროკავშირის საქმეა, მკაფიო გზავნილით მიმართოს რუსეთს, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ შეიცვლება, ვიდრე მოსკოვი არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონებს, და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ურმას პაეტიმ.