ქალებს შორის სნოუბორდით გიგანტურ პარალელურ სლალომში ჩეხმა სპორტსმენმა გაიმარჯვა. ესტერ ლედეცკამ, რომელმაც ამ ოლიმპიადაზე უკვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება სათხილამურო გიგანტურ სლალომში სენსაციური გამარჯვებით, მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ჩამოსრიალებაში მან გერმანელ სელინა იორგს აჯობა.
ლედეცკა პირველი არამხოლოდ პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოქრო სამთო-სათხილამურო სპორტშიც მოიგო და სნოუბორდშიც, არამედ ზოგადად პირველია, ვინც ამ ორ სახეობაში ერთდროულად იასპარეზა ერთი და იმავე ტურნირზე.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, აქ ერთმანეთს კიდევ ერთი გერმანელი – რამონა ტერეზია ჰოფმაისტერი და რუსი ალიონა ზავარზინა ეჯიბრებოდნენ და გამარჯვება გერმანელმა მოიპოვა.
ამრიგად, ამ დისციპლინაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გერმანიამ აიღო და მედლების საერთო რაოდენობით ლიდერობა გაიმყარა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე