ესტერ ლედეცკა: ჩეხეთის პირველი ოქროს მედალი (ვიდეო)

ჩეხეთმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე.

გიგანტურ სლალომში ქალთა შორის გამარჯვებული ესტერ ლედეცკა გახდა. 22 წლის სპორტსმენისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა და პირველი მედალია.

ვერცხლის მედალი ავსტრიელ ანა ვაითს ხვდა წილად, ბრინჯაო კი ლიხტენშტაინის წარმომადგენელ თინა ვაირათერს.

ამ ოქროს გარდა, ჩეხ სპორტსმენებს პიონჩანგში 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული, ლიხტენშტაინისთვის კი ეს პირველი მედალია.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე