ESPN-მა 2018 წლის საუკეთესო მოკრივე აირჩია. ამერიკული ტელეკომპანიის საკრივო ექსპერტთა აზრით, გასულ წელს საუკეთესო უკრაინელი მძიმეწონოსანი ალექსანდრ უსიკი (16-0, 12KO) იყო.
2018 წელს, უსიკმა ქულებით დაამარცხა მაირის ბრიედისი, მურატ გასიევი და ნოკაუტით მოუგო ტონი ბელიუს. გარდა ამისა, ის მსოფლიოს საკრივო სერიის (WBSS) პირველი გამარჯვებულია, აგრეთვე, გახდა აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში.
საინტერესოა, რომ ESPN-ის ვერსიით ყველა წონაში საუკეთესო მოკრივეთა TOP10-ში უსიკს მხოლოდ მერვე ადგილი უჭირავს.