ESPN-ის ინფორმაციით, გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
როგორც ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვონაროვსკი წერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გოგა ბითაძე NBA-ის გუნდში, „ორლანდო მეჯიქში“ დარჩება და ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ორლანდომ“ ცოტა ხნის წინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი კენტავიუს კალდველ-პოუპი დაიმატა, ხოლო ცენტრალურ თავდამსხმელთან, აიზეა ჰარტენშტაინთან სამუშაო ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივა, რამაც სახელფასო „ჭერი“ გაათავისუფლა და კლუბმა წინადადებით ბითაძეს მიმართა.
ქართველი კალათბურთელი NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ბინადარი კლუბისგან სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ დოლარს მიიღებს.
გასულ სეზონში გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ რიგებში რეგულარული სეზონის 33 შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ის საშუალოდ მატჩში 7 ქულას, 7 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ამჟამად კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი გუნდი დღეს, 20:00 საათზე ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიას შეხვდება.