ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ფეხბურთში ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ესპანელმა ჟურნალისტებმა კარში ჩააყენეს სსრკ-ის ნაკრების მეკარე ლევ იაშინი.
დაცვაში არიან – პაოლო მალდინი (იტალია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), ბობი მური (ინგლისი) და კაფუ (ბრაზილია).
ნახევარდაცვის ოთხეული ასეთია – ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა), დიეგო მარადონა (არგენტინა), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი) და იოჰან კრუიფი (ჰოლანდია).
შეტევის დუეტი შეადგინეს ლიონელ მესიმ (არგენტინა) და პელემ (ბრაზილია).