ესპანური პრესა - "ტოტენჰემი" "რეალში" კეინის გაყიდვას დათანხმდა
ესპანური პრესა - "ტოტენჰემი" "რეალში" კეინის გაყიდვას დათანხმდა

“ტოტენჰემის” პრეზიდენტი დენიელ ლევი ფორვარდ ჰარი კეინის მადრიდის “რეალში” გაშვებას 200 მილიონად დათანხმდა, – ამის შესახებ ესპანური გაზეთი Mundo Deportivo წერს.

უფრო ადრე, ლონდონური კლუბი თავის ბომბარდირში ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხას – 226 მილიონ ევროს ითხოვდა.

ლევის ერთადერთი მოთხოვნაა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფეხბურთელის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდეს, რაც არ ხდებოდა მაშინ, როცა გარეტ ბეილი და ლუკა მოდრიჩიტოტენჰემიდან” “რეალში” გადავიდნენ.

2017-18 წლების სეზონში კეინმა 30 ოფიციალურ მატჩში 31 გოლი გაიტანა. 2017 კალენდარულ წელს ის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.