ესპანური მედიის ინფორმაციით, ინიესტას „მანჩესტერ სიტი" და პსჟ სთავაზობენ კონტრაქტს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ინიესტას „მანჩესტერ სიტი" და პსჟ სთავაზობენ კონტრაქტს

„მანჩესტერ სიტი” და „პარი სენ-ჟერმენი” მზად არიან, ზაფხულში კონტრაქტი შესთავაზონ “ბარსელონას” ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას, – წერს ესპანური გაზეთი AS.

უფრო ადრე, 33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კატალონურ გუნდში საკუთარი მომავალის თაობაზე 29 აპრილამდე ჩამოყალიბდება.

გაზეთი ამტკიცებს, რომ “ბარსელონას” ვეტერანმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა კარიერას მშობლიურ კლუბში.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინიესტათი დაინტერესებულია სამი ჩინური კლუბი.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ გამოაცხადა, რომ ინიესტას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, როდის სურს კატალონური გრანდიდან წასვლა.