ესპანური გამოცემა - „ფუენლაბრადამ“ გიგანტი შერმადინი ვერ შეაჩერა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ფუენლაბრადამ“ გიგანტი შერმადინი ვერ შეაჩერა [ვიდეო] #1TVSPORT

„ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მადრიდულმა „ფუენლაბრადამ“ შინ გიგანტი გიო შერმადინი ვერ შეაჩერა“, – წერია ლიგის ოფიციალურ საიტზე. ამ სიტყვების საილუსტრაციოდ შერმადინის გამორჩეული მომენტების ვიდეოც კმარა:

„ტენერიფემ“ „ფუენლაბრადა“ მადრიდში 95:67 დაამარცხა.

შერმადინის სტატისტიკა: 25 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტი – 30. 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრრს არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო.

15 ქულა და 6 პასი მოუგროვდა გიორგის თანაგუნდელ ფიტიპალდოს.

18 ტურის შემდეგ 4 მოგებით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე თურქეთში „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გამართავს.