„ესპანიოლი“ ჰალკით დაინტერესდა
„ესპანიოლი“ ჰალკით დაინტერესდა

„შანხაი შანგანის“ ბრაზილიელი ლეგიონერი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ – იუწყება Sport. 33 წლის ფეხბურთელით „ესპანიოლი“ დაინტერესდა.

ჰალკი ჩინეთში 2016 წელს „ზენიტიდან“ გადაბარგდა. „შანხაი შანგანის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა 2018 წელს ჩინეთის ჩემპიონობა იზეიმა, 2019 წელს კი ჩინეთის სუპერთასი მოიგო.

„ესპანიოლი“  საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან ცუდად ასპარეზობს და გუნდს კრიზისის პერიოდი უდგას. მიმდინარე სეზონში 18 ტურის შემდეგ, „ესპანიოლს“ მხოლოდ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.

ჰალკი – იგივე ჟივანილდუ ვიეირა დე სოუზა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. მონაწილეობდა 2012 წლის ოლიმპიადაზე. „პორტუსთან“ ერთად კი 2011 წელს ევროპის ლიგა მოიგო.