ესპანეთთან მატჩში რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში მაქსიმალური სიჩქარე განავითარა
ესპანეთთან მატჩში რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში მაქსიმალური სიჩქარე განავითარა

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთთან მატჩის დროს, ერთ-ერთი კონტრეშტევისას, საათში 38.6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

გერმანული ტელევიზიის მონაცემებით, პირველი ტაიმის შუაში შესრულებული ამ რეიდით, კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე გახდა.

ეს კონტრშეტევა გოლით არ დასრულებულა – ის გონსალო გედეშმა გააფუჭა მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ მას კარგი პასი მისცა.

ესპანეთთან მატჩში, რომელიც 3:3 დასრულდა, რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა.