ესპანეთში წლის სპორტსმენები ჩოგბურთელები არიან
ესპანეთში წლის სპორტსმენები ჩოგბურთელები არიან

ესპანეთში წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს. მამაკაცებშიც და ქალებშიც ლაურეატები ჩოგბურთელები არიან – რაფაელ ნადალი და გარბინე მუგურუსა.

ნადალი მსოფლიოს პირველი ჩოგანია. გასულ წელს, მან “დიდი სლემის” ორი ტურნირი მოიგო, ამასთან, დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. რაც შეეხება მუგურუსას, მის ანგარიშზეა უიმბლდონის მოგება. გარდა ამისა, ესპანელი კარიერაში პირველად ჩაუდგა სათავეში ქალთა კლასიფიკაციას, თუმცა, მალე დაკარგა პირველი ადგილი.

წლის საუკეთესოები ესპანეთში ჟურნალმა Mundo Deportivo-მ გამოავლინა.