ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა, ლოზუნგით „მაფია ან დემოკრატია“. მადრიდის მოედანზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური „ესპანეთის სახალხო პარტიის“ მიერ, რომლის ლიდერმა, ალბერტო ნუნეს ფეიხომ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩენსს მოუწოდა, „დანებდეს დემოკრატიას“ და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დემონსტრაციაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 100 ათასს შეადგენდა.
ოპოზიცია პედრო სანჩესის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.