ესპანეთში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია
ესპანეთში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია

ესპანეთში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. რთული მდგომაროება ვალენსიასა და ალიკანტეში, სადაც საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული. წყალდიდობაა ბალეარის და კანარის კუნძულებზეც.

განსაკუთრებით დაზარალდა ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპირო. ჟირონას მუნიციპალიტეტში რეკორდული რაოდენობით ნალექი მოვიდა. შედეგად მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა.

მომხდარის გამო ათეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოქალაქეებს ურჩია ავტომობილით გადაადგილებაზე უარი თქვან.

რაც შეეხება კანარის კუნძულებს, აქ ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია. ტენერიფეში ჩახერგილია ერთ-ერთი ავტომაგისტრალი. ერთ-ერთ სახლში აივანი ჩამოინგრა.

დაზიანებული რესტორნები და მაღაზიებიც. შტორმის გამო, დროებით შეწყდა საზღვაო მიმოსვლაც. ანდალუსიაში რთული ვითარებაა შექმნილი უელვესა და მალაგაში. ზოგიერთ რაიონში სტიქიის გამო შეწყდა სწვალაც.