ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

09:54, 09.02.2019

ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „ევრონიუსის“ (Euronews) ცნობით, ინციდენტი ბარსელონასთან ახლოს, სან-ვინსენტე-დე-კასტელეტისა და მონრესის პროვინციებს შორის მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა.

დაშავებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ავარიის დროს სამგზავრო მატარებლებში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი არ დაშავებულა.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი