ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ სახლების გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ფუმუქი“ წლის დასაწყისში წამოიწყეს.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, თავდაპირველად მათ დაადგინეს ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა, რომელიც დამნაშავეების მიერ წინასწარ შერჩეულ სახლებს სწავლობდა. ამის შემდეგ პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მოპარული ძვირფასეულობა და 35 000 ევრო ნაღდი ფული.

დატოვე კომენტარი