ესპანეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
ესპანეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს ოთხ მოქალაქეს ესპანეთის სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

europapress.es-ის ცნობით, მათ ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. ოთხივე მათგანი 2017 წლის აგვისტოში ქალაქ ვალადოლიდში დააკავეს.

პოლიციამ მათი დაპატიმრების დროს ნაძარცვი საათები, ძვირფასეულობა და 11 ათასი ევრო ამოიღო. ერთ-ერთი მოპარული ნივთის ღირებულება 1880 ევროს შეადგენდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 28 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა საპროცესო შეთანხმების ხარჯზე მათი სასჯელი 13 წლამდე შეუმცირდათ.

მსჯავრდებულების შეწყალების საკითხი სასჯელის ვადის 5 წლის თავზე განიხილება.