ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში არჩევნები წელს უკვე მეორედ იმართება.

მიმდინარე წლის აპრილში გამართულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა სოციალისტურმა მშომელთა პარტიამ პედრო სანჩესის მეთაურობით, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. ქვეყანა სტაბილური მთავრობის ფორმირებას 2015 წლიდან ცდილობს.

წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, პრემიერის, პედრო სანჩესის პარტია სავარაუდოდ იმაზე ნაკლები მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე აპრილში მოპოვებული 123 ადგილია.

პოზიციების გაუმჯობესებას უწინასწარმეტყველებენ სახალხო პარტიას ისევე, როგორიც ულტრამემარჯვენე „ვოქსს“, რომელიც სავარაუდოდ ესპანეთის მესამე უდიდესი პარტია გახდება.

ბარსელონაში არჩევნებამდე კი, დაუმორჩილებლობის მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზებაც რესპუბლიკის დაცვის კომიტეტმა სოციალური ქსელების საშუალებით განახორციელა.

აქციის მონაწილეები ესპანეთის უზენაესი სასამართლოდ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კატალონიის ჟენერალიტეტის ცხრა პოლიტიკოსს, უკანონო რეფერენდუმისა და კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ხანგრძლივი პატიმრობა შეეფარდა.