ესპანეთში სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ესპანეთში სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ესპანეთის მურსიის პროვინციის სანაპიროსთან სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გამოცემა „ელ პაისის“ ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ინსტრუქტორი და მისი მოსწავლე დაიღუპნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის სასწავლო თვითმფრინავმა კატატსროფა მეორედ განიცადა. მანამდე, აგვისტოს ბოლოს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე მხოლოდ მფრინავი იმყოფებოდა, ასევე ზღვაში ჩავარდა.