ესპანეთში საბინაო კრიზისისა და მაღალი ქირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

11:43, 03.10.2026

ესპანეთში საბინაო კრიზისისა და მაღალი ქირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.

მადრიდის ცენტრში გუშინ, საღამოს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ ორ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

დღეს აქციები ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი.

მოსახლეობის პროტესტი 87 წლის პენსიონერის, მარინ კარმენ აბასკალის გამოსახლებამ გამოიწვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა მადრიდში, ბინაში, ვიდრე ახალმა მფლობელმა ქირა 275%-ით არ გაუძვირა. ფაქტს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა მოჰყვა, მადრიდის ცენტრალურ მოედანზე კი კარვების ქალაქი გაიშალა.

განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის უმცირესობის მთავრობის საკითხიც. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს, ხოლო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიოზული ზეწოლისა და კორუფციული სკანდალების ფონზე, სანჩესი შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სერიოზულად განიხილავდეს.

მსგავსი