ესპანეთში ქალთა გუნდის ფეხბურთელმა მარადონას მოძალადე უწოდა და წუთიერ დუმილში მონაწილეობა არ მიიღო
ესპანეთის ქალთა გუნდის „ვიახეს ინტერიასის„ ფეხბურთელმა, პაულა დაპენამ უარი თქვა – მატჩის წინ, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ხსოვნისთვის.
როცა მისი თანაგუნდელები მოედნის ცენტრში მოეწყვნენ, რომ მარადონას ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ, დაპენამ დემონსტრაციულად თქვა უარი ამ აქციაში მონაწილეობაზე. ის მინდორზე ზურგშექცევით დაჯდა.
მოგვიანებით, ფეხბურთელმა ახნა თავისი საქციელი:
„როცა გავიგე, რომ იქნებოდა აქცია მის საპატივცემულოდ, უარი ვთქვი წუთიერ დუმილში მონაწილეობაზე მოძალადისა და პედოფილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მისი მსხვერპლისთვის არასოდეს მოუწყვიათ წუთიერი დუმილი და მე უარს ვამბობ ამის გაკეთებაზე მოძალადის პატივსაცემად“.
ამასთან, გოგონამ აღნიშნა, რომ მარადონა ისტორიაში შევიდა და ის იყო სპორტსმენი „შთამბეჭდავი საფეხბურთო თვისებებითა და ოსტატობით“, მაგრამ დაამატა, რომ ამასთან ერთად, „ფეხბურთელები, პირველ რიგში, უნდა იყვნენ ადამიანები და გააჩნდეთ ღირსებები, რომელიც სცილდება საფეხბურთო ოსტატობის ფარგლებს“.