ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა
ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეს აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტის გამო, რამდენიმე რეისი ახლომდებარე აეროპორტებში გადაამისამართეს. ალიკანტეს აეროპორტის შენობა მთლიანად ევაკუირებულია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მეხანძრეები.