ესპანეთში პირბადის ტარება ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც სავალდებულო ხდება
ესპანეთში პირბადის ტარება ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც სავალდებულო ხდება

ესპანეთში პირბადის ტარება ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც სავალდებულო გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პირბადეების ტარება დახურულ შენობებში სავალდებულო იქნება. ქუჩაში მისი გაკეთება აუცილებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. პირბადის გაკეთება მოუწევს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსაც.

ესპანეთში კორონავირუსით 27 778 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 232 037 შემთხვევა აღრიცხეს.

ესპანეთში ხელისუფლება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნისთვის საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას მოითხოვს. პარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.