ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა, სულ მცირე, 39 ადამიანი

13:47, 28.10.2026

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დილით, ტოლედოს პროვინციაში, ლოს-იებენესსა და ურდას შორის მოხდა.

„სქაი ნიუსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორ Adif-ის ცნობით, მატარებლების შეჯახების გამო მადრიდი–ანდალუსიის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერდა.

მსგავსი