ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14:04, 30.04.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 268-ით გაიზარდა, მაჩვენებელი გასული დღის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ „ელ პაისი“ იუწყება.

ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი ახლა 24 543-ს შეადგენს.

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 213 435 შემთხვევა არის დაფიქსირებული, მათ შორის 112 050 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი