ესპანეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 16 ივლისს გაიმართება
ესპანეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 16 ივლისს გაიმართება

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 16 ივლისს გაიმართება.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ცერემონიას ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი პირები დაესწრებიან.

ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ცერემონია მადრიდში, სამეფო სასახლის წინ ჩატარდება და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის ლიდერი დევიდ სასოლი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,ჟოზეფ ბორელი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი დაესწრებიან

„16 ივლისის ცერემონიით პატივს მივაგებთ ჩვენს 27 000 დაღუპულ მოქალაქეს. ამით ასევე მადლიერებას გამოვხატავთ იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც პანდემიას წინა ხაზებიდან ებრძოდნენ“, – განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 244 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 27 136 ლეტალური.