ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში 367 ადამიანი დაიღუპა

14:09, 24.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 367 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ეს თითქმის 100 შემთხვევით ნაკლებია.

პანდემიის გავრცელების შემდეგ პირველად ესპანეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახლად ინფიცირებულების რიცხვზე მაღალია.

სულ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 92 355-მა ადამიანმა დაამარცხა, ხოლო 22 524 გარდაიცვალა.

მსგავსი