ესპანეთში „კოვიდ-19“-ისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ესპანეთში 113 წლის ქალი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცლებს.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობებით, მარია ბრანიასი ქალაქ ოლოტში ცხოვრობს.
როგორც იუწყებიან, 113 წელი ქალს მარტში შეუსრულდა.

„მას შემდეგ, რაც მარიას „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, მისი გადარჩენის იმედი ოჯახის წევრებს თითქმის აღარ ჰქონდათ“, – წერს „ბიბისი“.

თუმცა, 113 წლის ქალს დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რამდენიმეკვირიანი იზოლაციის შემდეგ, ის გამოკეთდა.

მარია ბრანიასი აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში 1907 წელს დაიბადა. ის ორი მსოფლიო ომის მომსწრე იყო. ასევე გადაურჩა სამოქალაქო ომს და 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიას.