ესპანეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში „კოვიდ 19“-ს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა იკლებს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ 19“-ის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირება 6 023 ადამიანს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 12 418 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 130 000-ს გადაცდა.

ესპანეთში „კოვიდ 19“-ისგან უკვე 38 080 ადამიანი გამოჯანმრთელდა.