ესპანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა

15:17, 23.03.2020

ესპანეთში კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 2 182 ადამიანი დაიღუპა, 2 575 კი გამოჯანმრთელდა.

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 29 909 შემთხვევაა დადასტურებული.

ქვეყნის ხელისუფლება „კოვიდ 19“-ის პიკს 25 მარტს ელოდება.

მსგავსი