ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 991-ით გაიზარდა

16:08, 16.03.2020

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 991-ით გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის საგანგებო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საერთო ჯამში „კოვიდ 19“-ით დაავადებულთა რაოდენობა 8 744-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, 297 მოქალაქეა გარდაცვლილი.

მსგავსი