ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1500-ით გაიზარდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1500-ით გაიზარდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, ერთ დღეში ​კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1500-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 5700 ადამიანია დაინფიცირებული.

ამ მონაცემებით იტალიის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ესპანეთში ფიქსირდება.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ეს ესპანეთის ისტორიაში მეორედ მოხდა.

ამასთან, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 136 ადამიანი, 517 კი გამოჯანმრთელდა.