ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით კიდევ 565 ადამიანი გარდაიცვალა და ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20 043-მდე გაიზარდა.

„ელ მუნდოს“ ინფორმაციით, 17 აპრილის მონაცემებთან შედარებით, გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 20-ით იკლო. ამასთან, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 658 ახალი შემთხვევა.

ესპანეთში ახალი კორონავირუსი სულ 191 726 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 74 662 გამოჯანმრთელდა.