ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 864 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 102 136 ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი კორონავირუსით 9 053 ადამიანია დაღუპული. ესპანეთში ვირუსისგან თითქმის 20 ათასი ადამიანი განიკურნა.