ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ესპანეთის მიკრობიოლოგიის ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.