ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ესპანეთის მიკრობიოლოგიის ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.