ესპანეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 12 183 შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 12 183 შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი – 12 183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ ეს მეორე ტალღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ესპანეთში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე დაავადების 238 შემთხვევა მოდის. მარტი-აპრილთან შედარებით, ესპანეთში ამჟამად ყოველდღიურად ექვსჯერ მეტი ტესტი კეთდება.

„ელ პაისი“ წერს, რომ „კოვიდ 19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნის დედაქალაქ მადრიდშიც, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 4 195 ადამიანს დაუდასტურდა.

მადრიდში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 550 შემთხვევაა გამოვლენილი.